დინამომ ვიტ ჯორჯიას სძლია
დღეს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიამ” “მცხეთა პარკზე” თბილისის “დინამოს” უმაპისნძლა. შეხვედრა საგოლე მომენტები სიუხვით არ გამოირჩეოდა და საბოლოოდ სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.
მატჩის სასტარტო წუთები “დინამოს” ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რეალური მომენტის შექმნა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ვერ შესძლეს. აი, მასპინძლებს კი გოლის გატანის შანსი ორჯერ ჰქონდათ. ორივე შემთხვევაში ხიფათი კვირკვიას გარღვევას მოჰყვა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ჯერ თოთაძემ მოიგერია უხერხულად და ავტოგოლს გადაურჩა, შემდეგ კი ვიტელთა შემტევის დარტყმა მცირე მანძლით ასცდა “დინამოს” კარს.
მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, თუმცა გოლი “დინამომ” გაიტანა. შეტევაში ჩართულმა კაკაბაძემ საჯარიმოში კარგი ჩაწოდება განახორციელა სადაც შორეულ ძელთან ბურთს ჩისკო დახვდა და 36-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. გაშვებული გოლის შემდეგ “ვიტ ჯორჯია” გააქტიურდა, თუმცა განსაკუთრებული ხიფათი ამას არ მოჰყოლია.
თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. მასპინძელბი გოლის გატანას ცდილობდნენ, სტუმრები კი მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას, რაც საბოლოოდ გამოუვიდათ კიდევ.
თუმცა, არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა 65-ე წუთზე მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩენილ ლობჯანიძეს მომენტი რომ გამოეყენებინა. ვიტელთა შემტევის დარტყმა ძელმა მოიგერია და “ვეტერინარებმაც” შეხვედრის ყველაზე რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან.
დარჩენილ წუთებში ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა მომენტები ფაქტობრივად აღარ შემქნილა. “დინამომ” ზედიზედ ორი ფრის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა.
ვიტ ჯორჯია 0:1 დინამო თბილისი
გოლი: 0:1 ჩისკო 36’
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე (გახარია 81), დავლაშელიძე, მაისურაძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (კახაბრიშვილი 62), ლობჯანიძე (თათხაშვილი 84), კვირკვია
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე (ცინცაძე 73), ძარია, ჩირგაძე (საბანაძე 84), ჩისკო (პაპუნაშვილი 58)