“კიოლნი” 2:1 “ბორუსია” (გოლები)
ბუნდესლგის 8-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ამჯერად კიოლნში “რაინ ენერჯი სთედიუმზე” ადგილობრივი “კიოლნი” დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 2:1 სძლია. ეს დორტმუნდელთა ზედიზედ მესამე წაგებაა. ამ სეზონში კლოპის გუნდს ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს. “ყვითლები” ბუნდესლიგაში 7 ქულით მეთოთხმეტე ადგილზე არიან.
გოლები: 39′ ფოგტი, 48′ იმობილე, 74′ ცოლერი.