დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იანუზაის დარჩენა სურს
ადნან იანუზაის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენს “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა სურს. მისი თქმით, ფეხბურთელს კონკურენცია არ აშინებს და ის მზად არის სასტარტოში ადგილისი მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლოს.
ლივერპული ლავესის შეძენას აპირებს
“ლივერპული” “პსჟ”-დან ეზეკილ ლავესის გადაბირებას ეცდება. ბრიტანული პრესის ცნობით ტრანსფერის განხორციელება იანვარშია მოსალოდნელი. ლივერპულელებმა ყურადღება არგენტინელზე მას შემდეგ გადაიტანეს, რაც გაირკვა, რომ ედისონ კავანი პარიზულ კლუბს არ დატოვებს.
არსენალი ჰუმელსში 50 მილიონს იხდის
ლონდონის “არსენალი” დორტმუნდის “ბორუსიას” მატს ჰუმელსში 50 მილიონ ევროს შესთავაზებს. აღნიშნული თანხა გერმანული კლუბისადმი “მანჩესტერ იუანიტედის” მიერ განხორციელებულ შეთავაზებას უტოლდება.
რეალი დე ხეაზე არ ფიქრობს
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დავიდ დე ხეასადმი ინტერესი უარყო. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიტანულ და ესპანურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს “სამეფო კლუბს” “მანჩესტერის” კარის დარაჯის გადაბირება სურს.
ნაპოლი კალიეხონის გაყიდვას აპირებს
“ნაპოლიმ” ლონდონის “არსენალს” და მადრიდის “ატლეტიკოს” ხოსე კალიეხონის შეძენა შესთავაზა. ბრიტანული პრესის ცნობით, იტალიელები მოთამაშეში 20 მილიონ ევროს ითხოვენ.