სათამაშო ფორმის 10 ყველაზე ორიგინალური პრეზენტაცია
გთავაზობთ სათამაშო ფორმების ყველაზე ორიგინალური პრეზენტაიციების TOP 10-ს
შახტარი
გასული წლის ივლისში დონეცკის “შახტარმა” სათამაშო ფორმის პრეზენტაცია ერთ-ერთ მაღაროში გამართა.
პარმა
“პარმამ” 100 წლის იუბილე და ახალი ფორმის პრეზენტაცია ოპერის სამეფო თეატრში, ჯუზეპე ვერდის მუსიკის თანხლებით მოაწყო.
აიაქსი
ამსტერდამის “აიაქსმა” ახალი ფორმის პრეზენტაცია გულშემატკივრებისთვის სიურპრიზის მოწყობით გადაწყვიტა.
ლივერპული
ორიგინალურობა არც “ლივერპულს” აკლდა. სიმონე მინიოლე, კოლო ტურე, ფილიპე კოუტინიო და ჯორდანი ჰენდერსონი საზოგადოების თვალწინ ახალი ფორმებით სატვირთო კონტეინერიდან წარსდგნენ.
ზენიტი
სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” ახალი ეკიპირების პრეზენტაცია ერთ-ერთი ქარხანაში გამართა.
საფრანგეთის ნაკრები
ევრო 2012-ს წინ ფრანგებმა ახალი ეკიპირება სამხედრო მარშის თანხლებით წარადგინეს
ჩელსი
“ჩელსიმ” Аdidas-თან ერთად ახალი ფორმა საკმაოდ ეფექტური ვიდეო-რგოლით წარადგინეს.
აუგსბურგი და ეირ იუნაიტედი
“აუგსბურგმა” და შოტლანდიურმა “ეირ იუნაიტედმა” ახალი ფორმების წარდგენა ორიგინალური ბოდი-არტით გადაწყვიტეს.
გერმანიის ნაკრები
2014 წლის მუნდიალზე გამგზავრებამდე გერმანელებმა ფორმების პრეზენტაცია საკმაოდ მყუდრო ატმოსფეროში გამართეს.
კარპატი
სეზონის სტარტზე ახალი ფორმები ორიგინალურად კიდევ ერთმა უკრაინულმა კლუბმა წარადგინა.