როსიცკი: “ტოტენჰემი არ მიყვარს”
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, ტომაშ როსიცკიმ, “ტოტენჰემის” შესახებ გააკეთა კომენტარი..
“ტოტენჰემი არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, რომ მათ კარში გოლი გავიტანო. გასულ სეზონში ეს ძალიან ლამაზადაც გამომივიდა. იმედია, მომავალშიც ბევრჯერ შევძლებ “ტოტენჰემის” დამწუხრებას” – განაცხადა როსიცკიმ.
მიმდინარე სეზონში “არსენალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.