19-წლამდელების სატურნირო რაზმი ცნობილია
19-წლამდელებმა წინა-სატურნირო შეკრება დაასრულეს. 22 ოქტომბერს ნაკრები ლისაბონში გაემგზავრება, სადაც 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ევროპის 2014 წლის ჩემპიონატი გაიმართება.
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები შეკრებას 13 ოქტომბრიდან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გადიოდნენ. შაბათს გუნდმა უმაღლესი ლიგის კლუბ „არმაზსთან“ სპარინგ-მატჩი გამართა, რომელიც 19-წლამდელების გამარჯვებით 35-5 დასრულდა.
წლევანდელი ევროპის ჩემპიონათი შარშანდელის მსგავსად ლისაბონში იმართება. გათამაშება მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება და სამ ტურს გასტას. ევროპის ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ნიდერლანდელ თანატოლებთან 26 ოქტომბერს გამართავს (დასაწყისი 19:00); ტურნირის მეორე ტურში, რომელიც 29 ოქტომბერს შედგება, ფინალში მოსახვედრად ჩვენ წყვილში გამარჯვებული გუნდი რუსეთსა და პოლონეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება; ჩემპიონატის ფინალული მატჩი 1 ნოემბერს გაიმართება.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების სთრიმი პორტუგალიის რაგბის კავშირის ვერბ-გვერდზე იწარმოებს >>> http://www.fpr.pt/
19წ. ბორჯღალოსნები: სამწვთნელო შტაბი და 26 კაციანი, სატურნირო რაზმი
მთ. მწვრთნელი – ილია მაისურაძე, მწვრთნელები – ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, გიგა გურეშიძე, ფიზ. მომზადება – გიორგი ნადარეიშვილი, ექიმი – ვახო წიკლაური, ვიდეო ანალიტიკოსი – დავით რამიშვილი, გუნდის მენეჯერი – ოთარ იაშვილი
Rugby.GE