ქლევერლი “იუნაიტედის” ნივთებისგან თავისუფლდება
ტომი ქლევერლი, რომელიც ამჟამად “იუნაიტედიდან” არენდით “ასტონ ვილაში” თამაშობს, როგორც ჩანს მანჩესტერში დაბრუნებას არ აპირებს. 25 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა საკუთარი Hublot-ის მიერ წარმოებული “იუნაიტედის” საათის, რომელზეც მისი გვარი იყო ამოტვიფრული, გაყიდა.
ექსკლუზიური საათები, რომლებსაც მხოლოდ პირველი გუნდის მოთამაშეები იღებენ, შვეიცარიული კომპანიის მიერ არის წარმოებული და მისი ფასი ამჟამად 17 500 ფუნტს შეადგენს.
Mirror-ის ცნობით “ასტონ ვილამ” პირადი კონტრაქტი ინგლისელთან ვერ შეათანხმა, რის გამოც იძულებული გახდა ქლევერლი იჯარის წესით შეეძინა.