ჰენდერსონი: „თავიდან „რეალზე“ უკეთესად ვმოქმედებდით“
„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა მადრიდის „რეალთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საშინაო მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 0:3 წააგო.
„თამაში არც ისე ცუდად დავიწყეთ და პირველი ოცი წუთი კარგ ტემპში ჩავატარეთ, შევქმენით რამდენიმე მომენტი. ვიგრძენით, რომ თამაშში ნორმალურად შევედით და თავიდან მეტოქეზე უკეთესად ვმოქმედებდით. შეტევაში კარგად გადავდიოდით და დაცვაშიც არ გვიჭირდა.
პირველი გოლის ეპიზოდში „რეალმა“ თავისი კლასი აჩვენა, რის შემდეგაც პრობლემები დაგვეწყო. შესვენებამდე უკვე მეტოქე დომინირებდა. ზოგჯერ, მეტოქე მისი კარგი თამაშისთვის უნდა შეაფასო. პირადად მე, ვთვლი, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
დიდებული მოთამაშეები დიდებულ მატჩებში შეუდარებლად თამაშობენ. „რეალი“ ტოპ კლასის გუნდია. ასეთ გუნდების წინააღმდეგ თამაში პროგრესისთვისა და შენი შესაძლებლობების გაგებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯორდანმა.