სარაგბო ნოემბერი მოგვიახლოვდა
- საქართველო – ტონგა, 8 ნოემბერი;
- საქართველოს – იაპონია, 23 ნოემბერი;
- მესხის სტადიონი;
- ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი;
2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 20 დღეზე ნაკლები დრო რჩება – 8 ნოემბერს მესხის სტადიონზე ბორჯღალოსნები „ზღვის არწივებს“ – ტონგას ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. საქართველოს და ტონგას ეროვნული ნაკრები გუნდები 2015 წლის მსოფლიო თასზე C ჯფუში ერთმანეთის კონკურენტები არიან, შესაბამისად ერთი წლით ადრე მათი სანოემბრე რკენა ქართული რაგბის ქომაგებსთვის ძალზე საინტერესო იქნება.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 1999 წლის 28 მარტს მსოფლიო თასის რეპეშაჟში შეხვდნენ თბილისში. ბორჯღალოსნებმა ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ ტონგასთან შინ 37:6 წაგების გამო, მაშინ ვერ მოახერხეს მსოფლიოზე გასვლა
სეზონის პირველი საშემოდგომო ტესტიდან ერთ კვირაში, ბორჯღალოსნები, 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს ავივაზე სთედიუმზე ეთამაშებიან. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
დღეიდან ზუსტად ერთ თვეში, გიორგობას, წლევანდელი ნოემბრის საერთაშორისო სერიის ბოლო საშინაო ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნები „ალუბლებს“ – იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ერკინებიან.
ქართულ-იაპონური ტესტი ბოლოს 2012 წლის ნოემბერში შედგა თბილისში, რომელშიც სტუმრებმა ანგარიშით, 25-22 გაიმარჯვეს ბორჯღალოსნებთან.
სტადიონი და ბილეთების ფასები
2014 წლის ორივე საშემოდგომო ტესტს ბორჯღალოსნები მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავენ. საქართველო-ტონგას და საქართველო-იაპონიის მატჩების ბილეთები 3 და 5 ლარი ეღირება. ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. გაყიდვების დაწყების თაიღი შემდეგ კვირას გახდება ცნობილი. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოც.მედიის პლატფორმებზე დაიდება.
Rugby.GE