უმაღლესი ლიგა: მე-10 ტურის პრევიუ
უმაღლესის მე-10 ტური სამ დღეზეა გადანაწილებული. სათამაშო კვირის ცენტრალური დაპირისპირება კი დღეს, “დინამო არენაზე” გაიმართება, სადაც გათამაშების ლიდერს მესამე პოზიციაზე მყოფი “სპარტაკი” ესტუმრება. “სპარტაკის” ახლანდელი შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ყოფილი “დინამოელია”, ცხინვალელების დამრიგებელი კი კახი კაჭარავაა, რომლისთვისაც “დინამო” ცხოვრების განუყოფელ ნაწილად შეგვიძლია ჩავთვალოთ. შეხვედრას ინტრიგას რა თქმა უნდა გუნდების სატურნირო მდგომარეობაც მატებს. პირველ და მესამე პოზიციებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა…
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 26 ოფიციალური მცდელობიდან “სპარტაკმა” “დინამოს” დამარცხება მხოლოდ ერთხელ შესძლო. 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 19-ჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ.
დიდ ინტერეს იწვევს ივანწმინდაში “ჩიხურასა” და “ტორპედოს” შორის გასამართი იმერული დერბი. ორივე გუნდმა უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შესძლო. ამიტომ, გამარჯვებას როგორც ერთი, ასევე მეორე მხარეც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ლიდერთან ჯგუფში მყოფი კიდევ ერთი კლუბი საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “ზუგდიდს” მიიღებს. “სამტრედიამ” გასულ ტურში ვერ მოიგო და ამჯერად საკუთარ გულშემატკივართა თვალწინ შეეცდება მოგებას. მართალია, “ზუგდიდს” მიმდიანრე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია, მაგრამ მეგრულ კლუბში სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. ნესტორ მუმლაძის ნაცვლად დანიშნულ ბესიკ შეროზიას ზუგდიდელები კარგად იცნობენ და მასთან შეგუების პრობლემა კლუბში არ უნდა დადგეს.
24/10/14
25/10/14
26/10/14