ბუნდესლიგა: მეცხრე ტურის პრევიუ
ბუნდესლიგის მეცხრე ტურის ცენტრი მიუნხენგლადბახშია, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდებიან.
დორტმუნდი – ჰანოვერი
ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული მორიგი წარმატების შემდეგ დორტმუნდის “ბორუსია” საშინაო ასპარეზს უბრუნდება, სადაც 8 ტურის შემდეგ არც თუ ისე კარგი მდგომარეობა აქვს.
კლოპის შეგირდები ბუნდესლიგაში უკვე 5 მატჩია ვერ იგებენ და შედეგად მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან, რაც ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტისთვის კატასტროფული შედეგია.
მოახლუებულ ტურში დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე “ჰანოვერს” მიიღებენ. საქმე კარგად არც სტუმრებს აქვთ. ბოლო სამ ტურში ჰანოვერელებმა სამი მარცხი იწვნიეს და საკუთარ კარში 8 გოლი გაუშევს. ასე რომ, დორტმუნდს წარუამტებელი სერიის შეწყვეტის კარგი შანსი ეძლევა.
ლევერკუზენი – შალკე
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართება, სადაც ადგილობრივ “ბაიერს” “შალკე” ესტუმრება.
ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უშუალო კონკურენტები ურთიერთობას საშიანო ასპარეზზე გაარკვევენ. მატჩს პრინციპულობას ისიც სძენს, რომ სხვაობა მათ შორის მხოლოდ ორი ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში “შალკეს” ევროზონასთან მიახლოების პერსპექტივა უჩნდება. ლევერკუზენელები კი ფრეების სერიის შეწყვეტას ეცდებიან.
გლადბახი – ბაიერნი
ყველაზე დიდი ინტერესს “ბორუსია პარკზე” გასამართი ტურის უკანასკნელი შეხვედრა იწვევს.
“რომასთან” შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მიუნხენელები ტრიუმფალური სვლის გაგრძელებას უშუალო კონკურენტთან სტუმრობით ეცდებიან.
“ბაიერნის” მსგავსად, სეზონი “გლადბახმაც” კარგად დაიწყო, თუმცა რამდენიმე გაუთვალისწინებლად დაკარგული ქულის გამო ფავრის გუნდი ლიდერს ოთხი ქულით ჩამორჩება. გათამაშებაში ინტრიგის შესანარჩუნებლად მასპინძლებს მინიმუმ არწაგება მაინც სჭირდებათ, თუმცა ამის შესრულება ძალიან რთული იქნება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
24/10/14
ვერდერი – კიოლნი
1 X 2
2.70 3.30 2.60
25/10/14
დორტმუნდი – ჰანოვერი
1 X 2
1.27 5.50 12.40
აუგსბურგი – ფრაიბურგი
1 X 2
2.00 3.40 3.90
ჰოფენჰაიმი – პადერბორნი
1 X 2
1.70 3.80 5.05
ჰერტა – ჰამბურგი
1 X 2
2.35 3.30 3.10
აინტრახტი – შტუტგარტი
1 X 2
2.45 3.40 2.90
ლევერკუზენი – შალკე
1 X 2
1.80 3.65 4.55
26/10/14
ვოლფსბურგი – მაინცი
1 X 2
1.70 3.70 5.20
გლადბახი – ბაიერნი
1 X 2
8.20 4.20 1.45