პიკე: “სუარესს ვუთხარი, რომ არ მიკბინოს”
კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ თანაგუნდელ ლუის სუარესს თხოვა, რომ მისთვის არ ეკბინა.
“დღეს, ერთ-ერთ ვარჯიშზე სუარესი გვიტევდა, მე კი შეტევა უნდა ჩამეშალა. ლუისს დავუძახე: “არ მიკბინო!”
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. სუარესმა თავადაც იცის, რომ მეტოქისთვის კბენა კარგი საქციელი არაა”, – ამბობს პიკე.