WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (214753) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

მარტვილელებთან მატჩის წინ

თარიღი: ოქტომბერი 25, 2014

კვირას, 26 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეათე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები მარტვილის საფეხბურთო კლუბ “მერანს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ამ ორი გუნდის ოფიციალურ შეხვედრათა ისტორია 2011 წლის 10 სექტემბერს იწყება – “ზესტაფონისა” და მარტვილის “მერანის” პირველ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი გიგა ამბროლაძემ გაიტანა.

შემდეგი მატჩი 2011 წლის 22 დეკემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა – გოგი ფიფიასა და შოთა ბაბუნაშვილის გოლების წყალობით გამარჯვება (2-0) მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მებრძოლმა იმერლებმა მოიპოვეს.

“მერანისა” და “ზესტაფონის” რიგით მესამე დაპირისპირება 2012 წლის 14 აპრილს ისევ მარტვილში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად (მატჩის მიწურულს მატჩის არბიტრმა სტუმართა კარში ზედიზედ 2 პენალტი დანიშნა), საბოლოოდ ის ფრედ 4-4 დასრულდა. გოლები: ჯაბა დვალი – 2 (0-1; 0-2), დავით მუჯირი (1-3), თორნიკე გორგიაშვილი (3-4); პაპუნა ფონიავა (1-2), გიგა ჟვანია – 3 (2-3, 3-3, 4-4).

აღსანიშნავია ამ მეტოქეების მეოთხე ოფიციალური მატჩიც – ის 2012 წლის 20 მაისს გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ის შეხვედრა 3-0 დასრულდა და მასში შოთა გრიგალაშვილმა თავი “ჰეთ-თრიკით” (1-0, 2-0, 3-0) გამოიჩინა.

2012 წლის 11 აგვისტოს “ზესტაფონმა” “მერანს” “დავით აბაშიძეზე” 3-1 მოუგო. ანგარიში ზესტაფონელთა მიერ იმ პერიოდში “მერანში” განათხოვრებულმა საბა ლომიამ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა თორნიკე გორგიაშვილის, თორნიკე აფციაურისა და პატრიკ მილხრაუმის გოლებით უპასუხეს. მორიგი მატჩი 2012 წლის 31 ოქტომბერს შედგა. ზესტაფონელებმა ლევან შარიქაძის, თორნიკე გრიგალაშვილისა და თორნიკე გორგიაშვილის გოლებით მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.

მორიგი მატჩი გასული წლის 26 ოქტომბერს შედგა. ეს მატჩი სამტრედიაში გაიმართა და ზესტაფონელებმა ვახტანგ ჭანტურიშვილისა და საბა ლომიას გოლების წყალობით ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს. ამავე ანგარიშით დასრულდა მარტვილელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა – მიმდინარე წლის 9 მარტს გამართული მატჩი ზესტაფონელებმა ნიკა საბანაძისა და გრიგოლ დოლიძის გოლების წყალობით მოიგეს.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და მარტვილის “მერანს” ერთმანეთში 8-ჯერ იასპარეზეს – 7 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 1 კი დასრულდა ფრედ. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერლები ფლობენ – 22:6.

მარტვილელებთან 26 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ქუთაისელი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იმსაჯებს, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

FCZestafoni.GE



მსგავსი სიახლეები