სარაგბო ფესტივალი სოფელ ქანდაში
26 ოქტომბერს 12:00 საათზე სპორტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით სოფელ ქანდაში ატარებს რაგბის ფესტივალს.
ფესტივალი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობას მიიღებს 7 გუნდი: „ადიგენი”, „ხაშური”, „სურამი”, „ყვარელი”, „გურჯაანი”, „წიქარა”, „თბილისი” და გუნდი „რაინდები”. გუნდი „რაინდები” დაკომპლექტებულია წეროვნის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდებით.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში 2013 წლიდან აფინანსებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისათვის რაგბის უფასო სწავლებას და საჭირო სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფას.
Rugby.GE