„ელ კლასიკო“, გადარჩენილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და უიქენდის სხვა დასამახსოვრებელი კადრები
წარმოგიდგენთ განვლილი შაბათ-კვირის ფეხბურთს ყველაზე დასამახსოვრებელ კადრებს.
„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა დიაფა საკომ ზედიზედ მეექვსე გოლი გაიტანა და პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა, ხოლო მისმა გუნდმა „მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვება იზეიმა
არც ისე აკრგ მდგომარეობაში მყოფმა „კალიარიმ“ „ემპოლი“ გასვლაზე 0:4 გაანადგურა
დორტმუნდის „ბორუსია“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხა – ამჯერად კლოპის გუნდმა „ჰანოვერთან“ წააგო
ბუნდესლიგის მოყვარულებმა მორიგი თრილერი იხილეს – „აინტრახტი“ – „შტუტგარტის“ შეხვედრა ანგარიშით 4:5 დასრულდა
უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი ბრემენის „ვერდერის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ალექსის სანჩესმა „სანდერლენდის“ დაცვის მხოლოდ ორი შეცდომით ისარგებლა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა
ინგლისში ზედიზედ მეორე კვირაა, რაც ანგარიში 8:0 ფიქსირდება. ამჯერად ეს ანგარიში ჩემპიონშიფში დაფიქსირდა – „ბორნმუტმა“ რამდენიმე წლის წინ პრემიერლიგაში მოასპარეზე „ბირმინგემი“ გაანადგურა
„საუთჰემპტონი“ კვლავ იმარჯვებს და პრემიერლიგის უკვე მეორე ადგილზე ადის
ლეო მესი გახარებული მადრიდელების ფონზე – „რეალმა“ „ელ კლასიკო“ 3:1 მოიგო
ლუის სუარესის კატალონიური დებიუტი არც თუ ისე ცუდი გამოდგა, ურუგვაელმა თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემა მიითვალა
სამუელ ეტო’ომ „ბარნლისთან“ მატჩში დუბლი შეასრულა
პოლ პოგბა დამარცხებული „პალერმოს“ ფეხბურთელს აწყნარებს
კარლოს ედუარდომ „გენგამს“ ხუთი გოლი გაუტანა
ამჟამად ბუნდესლიგის ორი ლიდერის მიუნხენგლადბახის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩი უგოლოდ დასრულდა
დიდიე დროგბამ პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში მხოლოდ მეორედ გაიტანა
რობინ ვან პერსიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსისთან“ მარცხს გადაარჩინა
„მილანისა“ და „ფიორენტინას“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა
იოან გურკუფის გოლმა „ლიონს“ „მარსელთან“ სამი ქულა მოუტანა