მარტინ ედეგორმა არჩევანი გააკეთა
15 წლის მარტინ ედეგორმა, რომელიც ამჟამად ნორვეგიული “სტრომსგოდსეტის” ღირსებას იცავს, თავისი მომავალი კლუბი აირჩია.
შეგახსენებთ, ნორვეგიელი ვუნდერკინდის მიმართ ინტერესს ფაქტობრივად ყველა წამყვანი კლუბი იჩენდა, თუმცა ბრიტანული პრესის ცნობით, მარტინმა არჩევანი ამსტერდამის “აიაქსზე” შეაჩერა, სადაც ზამთარში გადაბარგდება. ამ დროისთვის ედეგორი უკვე 16 წლის იქნება და კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით არანაირი დაბრკოლება აღარ შეიქმნება.
შეგახსენებთ, 15 წლის მოთამაშეს უკვე ნორვეგიის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. მარტინ ედეგორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიუღია მონაწილეობა. ედეგორი ნორვეგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის 63-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და ახალი რეკორდიც დამყარდა.