7 კაცა – საქართველოს ჩემპიონი ხარები გახდნენ
დასრულდა საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატი 7 კაცა რაგბში. ტურნირი 25 და 26 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ჩატარდა. ძირითადი ტურნირის პარალერულად გაიმართა თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის.
კაცთა ტურნირის I I დღის მატჩების ფოტოები >>>
ჭაბუკთა ტურნირის I I დღის მატჩების ფოტოები >>>
კაცთა ტურნირის I დღის მატჩების ფოტოები >>>
ჭაბუკთა ტურნირის I დღის მატჩების ფოტოები >>>
ჭაბუკთა პირველობა 13 საათზე დასრულდა. ფინალი ლელო სარასენსსა დაჩოხოსნებს შორის გაიმართა, რომელშიც ლელოელებმა 15-7 გაიმარჯვეს. პირველობის III ადგილი წმინდა გიორგის სკოლის რაგბის გუნდმა მერანმა დაიკავა.
კაცთა ტურნირის ფინალში კი რუსთავის ხარები და ბოლნისის ყოჩებიშეერკინენ. ფინალი მოლოდინისამებრ ძალზე დაძაბული გამოდგა – ძირითადი დრო ფრედ, 12-12 დასრულდა, შესაბამისად გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ორი ხუთ წუთიანი ტაიმი დაინიშნა. აქ თამაში პირველ ქულამდე გრძელდებოდა, რომელიც რუსთავის ხარებმა ლელოთი მოიპოვეს და ჩემპიონები მატჩში ანგარიშით 17 (12+5):12 გაიმარჯვებით გახდნენ.
ჩემპიონის თასის გარდა, ხარები პრემიალურ 15. 000 ლარს დაეუფლნენ. მეორე ადგილოსანმა ყოჩებმა 7. 000 ლარი მიიღეს, ხოლო მესამეზე გასულმა ჯიქმა – 3. 000.
დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: IV ადგილი – ბათუმის ბათუმი, V ადგილი – თბილისის აკადემია, VI ადგილი – შარშანდელი ჩემპიონი ქუთაისის აია, VII ადგილი – თბილისის ლოკომოტივი, VIII ადგილი – ლელო სარასენსი, IX ადგილი – თბილისის თი ბი ეს, X ადგილი – ქუთაისის ბაგრატი, XI ადგილი – თბილისის არმია, ხოლო XII ადგილზე ამ ტურნირისათვის შეკრებილი, ლოკომოტივის, აკადემიისა და ყოჩების მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი – ბარბაროსები გავიდნენ.
Rugby.GE