პირველი ლიგა: მე-11 ტური
პირველი ლიგის ა და ბ ზონებში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტრადიციულად, მატჩების დიდი ნაწილი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. გამონაკლისი არც თბილისში გამართული “სასკოსა” და “ჩხერიმელას” შორის ჩატარებული შეხვედრა იყო. თუმცა, აღნიშნულ მატჩში გოლები მხოლოდ ერთი გუნდის კარში გადიოდა.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მაგრამ თბილისელებმა საკუთარი უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოკვეთეს და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარში სტუმრებმა გარკვეულ ტაქტიკურ გადაადგილებებს მიმართეს, რაც პირველ წუთებზე მუშაობდა კიდეც. “ჩხერიმელამ” აქტიურად დაიწყო, მაგრამ შანსების გამოყენება ვერ შესძლო და დაისაჯა, თან ძალიან მწარედაც. “სასკომ” შეხვედრის დასრულებამდე კიდევ 5-ჯერ შესძლო გატანა და საბოლოო ჯამში მეტოქეს 7:0 სძლია. არადა, ორივე გუნდის ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და ასეთი სხვაობა ცოტა არ იყოს მოულოდნელიც უნდა იყოს. თუმცა, პირველ ლიგაში ყველაფერი ხდება…
ა ზონა
ჭიათურა 4-0 სტუ
ლაზიკა 4-1 მაჭახელა
სამგურალი 3-3 ლოკომოტივი
სასკო 7-0 ჩხერიმელა
საბურთალო 6-0 ადელი
ბ ზონა
მეშახტე 2-1 დინამო 2
საპოვნელა 3-0 მერცხალი
ბორჯომი 0-1 კოლხეთ ხობი
ბეთლემი 0-1 ალგეთი
გაგრა 4-1 სქური
“ა” ზონაში 11 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგით “საბურთალო” ლიდერობს. მეორე ადგილზე “ლაზიკაა”, რომელიც ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თბილისელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
გაცილებით დაძაბული ვითარებაა “ბ” ზონაში, სადაც პირველზე 24 ქულთ “საპოვნელაა”. 2 ქულით ნაკლები აქვს და შესაბამისად ჯერჯერობით მეორე ადგილზეა “გაგრა”. მესამე ადგილზე 19 ქულით ქედის “ბეთლემი” იმყოფება.