მარტინო: “ტევესი ძირითადისთვის იგუაინთან და აგუეროსთან იბრძოლებს”
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნებული კარლოს ტევესი ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად გონსალო იგუაინთან და სერხიო აგუეროსთან იბრძოლებს.
“ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგიით, ტევესს “მეცხრე ნომრის” პოზიციაზე მოვიაზრებთ. ის ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იგუაინთან და აგუეროსთან იბრძოლებს. თუმცა, სამომავლოდ არც ორ ცენტრალურ შემტევზე გადასვლის ვარიანტს გამოვრიცხავთ” – განაცხადა მარტინომ.
არგენტინის ნაკრები 12 და 18 ნოემბერს, ხორვატიის და პორტუგალიის გუნდებთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრებს. მატჩები ლონდონსა და მანჩესტერში შედგება.