მერსი: “დერბის დაწყებას მოუთმენლად ველი”
ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი ოლი მერსი კვირას გასამართი მანჩესტერული დერბის შესახებ საუბრობს.
“მანჩესტერული დერბის დაწყებას მოუთმენლად ველი. ჩვენმა გუნდმა რობინ ვან პერსის ბოლო წუთებზე გატანილი გოლის წყალობით საკუთარი ძალები კვლავ გვაჩვენა. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შანსი გვქონდა ვფიქრობ, ფრე ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგი იყო.”
“ამჟამად დაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ შეტევა შეუდარებელია. დი მარიამ ჩვენი გუნდს მარტლაც, რომ თვალები აუხილა. იგი კრიშტიანუ რონალდუს დონის მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ანხელი 4–5 წლის შემდეგ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება.”
“ეტიჰადზე სამი ქულა შეუდარებელი შედეგი იქნება. ყოველ თამაშში “იუნაიტედი” მაღალ დონეს აჩვენებს. დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება.”–განაცხადა ოლი მერსმა