იტალია: მეათე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ სერია A-ს მეათე ტურის პრევიუს.
ნაპოლი – რომა
მორიგი იტალიური ტური სტარტს დღეს, ნეაპოლში გასამრთი საკმაოდ საინტერესო მატჩით აიღებს. “სტადიო სან პაოლოზე” გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, “რომა” ჩადის.
აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეუძლია. მასპინძლების ისედაც ძლიერ კოლექტივს საშინაო კედლები დაეხმარება, ხოლო რომაელები წელს სერიაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებიან და მთავარ კონკურენტ “იუვენტუსს” ღირსებულადაც ებრძვიან პირველი პოზიციისთვის.
გასულ სეზონში ჩემპიონატის ფარგლებში გამართული მატჩები ორივე გუნდის საშინაო გამარჯვებებით დასრულდა. ანალოგიური შედეგები მათ სათასო დუელშიც დაფიქსირდა, თუმცა სტუმრად ბურთები სხვაობით გამარჯება ბენიტესის გუნდს დარჩა.
პარმა – ინტერი
სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი “პარმა” საკუთარ მოედანზე “ინტერს” მიიღებს.
პარმელებმა სეზონი კატასტროფულად დაიწყეს და 9 თამაშიდან 8-ში დამარცხდნენ. “ინტერის” მთავარი პრობლემა კი გასული სეზონის მსგავსად მიმდინარე გათამაშებაშიც სტაბილურობის ნაკლებობაა. დამაჯერებლად მოგებულ შეხვედრებს მტკივნეული მარცხები მოჰყვება.
კვლავაც აქტუალურია ვალტერ მაცარის გათავისუფლების საკითხი. “პარმასთან” მარცხის შემთხვევაში იტალიელი სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობება.
ემპოლი – იუვენტუსი
ემპოლიში ადგილობრივი გუნდი გათამაშების ლიდერს, ტურინის “იუვენტუსს” შეხვდება.
ალბათ ბევრს გემახსოვრებათ 2008 წლის 5 ოქტომბერი. ლევან მჭედლიძის მესამე გამოჩენა სერია A-ში. ქართველი ფორვარდი იმ პერიოდში “პალერმოს” ღირსებას იცავდა, რომელიც ტურინში “იუვენტუს” ეწვია და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტი გოლის ავტორი კი სწორედ ლევან მჭედლიძე გახდა…
მას შემდეგ ლევანს ტრავმების გამო ბევრი დრო გაუცდა, თუმცა ახლა სერიაში “ემოლისთან” ერთად დაბრუნებული მჭედლიძე კვლავ ეცდებია ტურინელთა კარის დალაშქვრას. ბუნებრივია, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. “იუვენტუსმა” ბოლო დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა და ძნელი წარმოსადგენია, რომ გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ გუნდთანაც დაკარგოს ქულები.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
01/11/14
ნაპოლი – რომა
1 X 2
2.50 3.25 3.00
ემპოლი – იუვენტუსი
1 X 2
7.60 4.00 1.50
პარმა – ინტერი
1 X 2
3.15 3.25 2.35
02/11/14
ტორინო – ატალანტა
1 X 2
1.95 3.35 4.20
უდინეზე – ჯენოა
1 X 2
2.15 3.25 3.60
კიევო – სასუოლო
1 X 2
2.55 3.10 3.00
სამპდორია – ფიორენტინა
1 X 2
2.85 3.15 2.60
მილანი – პალერმო
1 X 2
1.55 4.00 6.50
03/11/14
ჩეზენა – ვერონა
1 X 2
2.95 3.25 2.50
ლაციო – კალიარი
1 X 2
1.55 4.05 6.10