დი მარია: “მეგობრობა მხოლოდ 90 წუთით დაივიწყეთ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ იგი მანჩესტერულ დერბიში მოწინააღმდეგე გუნდში მყოფ თანამემამულეებთან 90 წუთი მეგობრობას დაივიწყებს.
კვირას “ეტიჰადზე” ანხელ დი მარია და მარკოს როხო თანემემამულეებსა და მეგობრებს: ვილი კაბალიეროს, სერხიო აგუეროს, მარტინ დემიჩელისსა და პაბლო საბალეტას დაუპრიისპირდებიან. ანხელის თქმით ყველამ 90 წუთის განმავლობაში მეგობრობა უნდა დაივიწყოს.
“ჩვენ დიდი ხანია მეგობრები ვართ, თუმცა მიუხედავად ამისა სხვადასხვა ფერის მაისურებით გვიწევს თამაში. ეს ფეხბურთია, აქ მეგობრობა უნდა დავივიწყოთ. მოედანზე მეგობრობა არ არის, აქ მთავარია ასახელო კლუბის, რომლის მაისურსაც ატარებ.”
“ძალიან დაკავებული ვიყავი და ამის გამო არგენტინელ მეგობრებს ვერ შევხვდი. თუმცა მომავალში შეკრებისა და გართობის საშუალება კიდევ გვექნება.”
“ორივე გუნდისათვის ეს თამაში მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქალაქის წითელი ნაწილი ბედნიერი დარჩეს.”–აცხადებს დი მარია Manchester Evening News-თან ინტერვიუში