პორტუგალიელი ფეხბურთელი 50 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
პორტუგალიელი რიკარდო ფერეირა, რომელიც შვეიცარიის მეოთხე დივიზიონის გუნდში თამაშობდა, მსაჯის წინააღმდეგ იერიშის გამო მკაცრად დაისაჯა.
28 წლის პორტუგალიელი შვეიცარიის ლიგის ერთ–ერთი მატჩში ზღვარს გავიდა. ფინალური სასტვენის შემდეგ, მან ბურთი აიღო და მსაჯს პირდაპირ სახეში მოარტყა. ამას არ დასჯერდა და წყლით სავსე ბოთლი გადაასხა რეფერის, რომელიც მისგან თავის დაძვრენას ცდილობდა.
ამ საქციელის გამო ფერეირამ მიიღო დისკვალიფიკაცია, რომლის ვადაც 2064 წლის 5 ივნისს იწურება. ადრე პორტუგალიელი მეტოქე ფეხბრუთელზე თავდასხმის გამო 45 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
“ჩვენ არ გვსურს ასეთი ფეხბურთელები დივიზიონში. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები წელიწადში მხოლოდ ერთხელაც კი არ ხდება”,–განაცხადა შვეიცარიის საფეხბურთო ლიგის დირექტორმა რობერტ ბრეიტერმა
თავად კი ფეხბრუთელი აცხადებს:
“მეგონა, რომ ერთწლიანი, მაქსიმუმ ორწლიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ, მაგრამ 50 წელი? ფეხბურთი – ეს ჩემი ცხოვრებაა”.