„ბაიერნი“ – „ბორუსია“ 2:1 (გოლები)
გერმანიის ბუნდესლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართა, სადაც „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 სძლია.
არადა, იურგენ კლოპის გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ ნახევარში სტუმრებმა არაერთ მომენტი შექმნეს, რამაც შედეგი 31-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ანგარიში მარკო როისმა გახსნა. შეხვედრის პირველი ნახევარი დორტმუნდელთა სასარგებლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში „ბაიერნმა“ ზეწოლას მოუმატა. მასპინძელთა ერთ-ერთ შეტევას იურგენ კლოპის გუნდი 72-ე წუთზე ვერ გაუმკლავდა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილი კლუბის კარში გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დორტმუნდელები შეტევაში არ გამორჩეულან, რასაც მიუნხენელებზე ვერ ვიტყვით, თუმცა, ის, რომ სტუმრები დამარცხდნენ, მეტწილად მათი მცველის ნევენ სუბოტიჩის ბრალია. 85-ე წუთზე იგი ბურთს გამოტანინსას შეცდა, შედეგად, ფრანკ რიბერი ვაიდენფელერთან პირისპირ გადიოდა, დორტმუნდელ მცველს კი, ფრანგის წაქცევის გარდა არაფერი დარჩენია. დანიშნული პენალტის შესრულება საკუთარ თავზე არიენ რობენმა აიღო, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:1.
ამ გამარჯვებით გვარდიოლას გუნდი 24 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო კლოპის შეგირდები მხოლოდ 7 ქულით გათამაშების ცხრილის მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან.
„ბაიერნი“ – „ბორუსია“ 2:1 (0:1)
გოლები: ლევანდოვსკი 72′, რობენი 86′ (პენ) – როისი 31′
გაფრთხილებები: ალონსო 37′ – პიშჩეკი 62′, სუბოტიჩი 85′
All Goals – Bayern Munich 2-1 Borussia Dortmund… by Bundes_Liga