“მანჩესტერ სიტის” ფანები ცსკა-სთან მატჩში საპროტესტო აქციას გეგმავენ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის IV ტურში “მანჩესტერ სიტისა” და მოსკოვის ცსკა-ს შორის ოთხშაბათს გასამართ მატჩში ინგლისური კლუბის ქომაგები ტურნირის ჰიმნის აჟღერების დროს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.
“სიტის” ფანების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ხიმკიში ამავე გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაზე ინგლისელ ქომაგებს დასწრების საშუალება არ მიეცათ, როცა ამავე მატჩს ცსკა-ს 300-მდე გულშემატკივარი დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ უეფამ ცსკა-ს “რომას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში რუსი ქომაგების უმსგავსო საქციელის გამო სამ საშინაო შეხვედრაში უმაყურებლოდ თამაში მიუსაჯა, თუმცა მესამე საშინაო მატჩზე აღნიშნული სანქცია ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეიცვალა.