სიახლე: ევროპული მეთოდები ქართულ ფეხბურთში
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქართულ რეალობაში კიდევ ერთი საფეხბურთო კომპანია შექიმნა, რომელსაც გრანდიოზული გეგმები და მიზნები აქვს. Fanebi.com კომპანიის ერთ–ერთ დამფუძნებელ ირაკლი ხვედელიანს დაუკავშირდა, რომელმაც სამომავლო გეგმების შესახებ მცირედი კომენტარი გააკეთა.
ირაკლი ხვედელიანი: “მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბ მარკ სტასში სპორტული დირექტორის პოზიცია დავტოვე, მეგობრებთან ერთად გავლილი კონსულტაციების შემდეგ საფეხბურთო სააგენტოს გაკეთება გადავწყვიტეთ, რომელიც ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებს საკმაოდ საინტერესო სერვისს შეთავაზებს. ძირეულად გავეცანით გერმანულ–ავსტრიული კომპანიების საქმიანობას და გადავწყვიტეთ, ანალოგი საქართველოშიც გაგვეკეთებინა. რამდენიმე დღეში კომპანიას საკუთარი ოფიციალური ვებ–გვერდი ექნება და ინფორმაციას არაერთი სოციალურ ქსელში გადააწყდებით. წინასწარ მინდა ვთქვა, რომ იმას, რასაც ჩვენ შევთავაზებთ ადგილობრივ მოთამაშეებს, კლუბებს, კომპანიებს ეს იქნება ფაქტობრივად ექსკლუზიური სერვისი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია აქტიურ საქმიანობას შეუდგა. კომპანიასთან ოფიციალური ურთიერთობა აქვს ოცამდე ქართველ და უცხოელ ფეხბურთელს. მაგალითად, ხვალ, კიევი–თბილისის პირდაპირი რეისით დედაქალაქს ეწვევა 19 წლის უკრაინელი მოთამაშე – ნიკიტა იგუმენოვი, რომელიც ამპლუით მარცხენა ნახევამრცველი გახლავთ. ტანმაღალი გარემარბი (181 სმ. / 71 კგ.) 9 წლის ასაკიდან “ჩერნომორეცის” ასაკობრივ გუნდბში ვარჯიშობდა. 12 წლის ასაკში საკუთარი სათამაშო მანერით თანატოლებისგან გამოირჩა და ხარკოვის საფეხბურთო კლუბმა მიიწვია, სადაც 3 წელი დაჰყო. ამ პერიოდის მანძილზე უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების ფაქტობრივად ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 15 წლის ასაკში ფეხბურთელი “ჩერნომორეცმა” დაიბრუნა და მეორე გუნდთან ერთად ემზადებოდა. 16 წლისამ უკვე პირველი პროფსიონალური კონტრაქტი გააფორმა უკრაინის მეორე ლიგის კლუბ – “რეალ ფარმთან”, სადაც მან წელიწადი გაატაარა. შემდეგ იყო პირველი ლიგა და საფეხბურთო კლუბი “ოდესა”. ამ გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ფაქტობრივად თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფება და ჩვენი კომპანიის დახმარებით საკუთარ შესაძლებლობეს საქართველოში მოსინჯავს.”