დევიდ ჯეიმსი ვალების დასაფარად საფეხბურთო ინვენტარს ყიდის
“ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე დევიდ ჯეიმსი, რომელიც ამჟამად ინდურ “კერალა ბლასტერსში” მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს, ვალების დასაფარავად იძულებულია, აუქციონზე სპორტული ინვენტარი გაიტანოს.
44 წლის კიპერმა გასაყიდად 150-ზე მეტი მაისური, შორტი, ბურთი და სხვა სამახსოვრო ნივთები გაიტანა. ინტერნეტაუქციონი საიტზე hilcoind.co.uk 6-დან 18 ნოემბრამდე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ დევიდ ჯეიმსმა თავი გაკოტრებულად მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა.
ჯეიმსმა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დაახლოებით 20 მილონი ფუნტ სტერლინგი გამოიმუშავა, ჰქონდა საკმაოდ სარფიანი სარეკლამო კონტრაქტბიც გაფორმებული, თუმცა 2005 წელს მეუღლესთან განქორწინების შემდეგ დაკისრებულმა ვალდებულებებმა იმდენად მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია, რომ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში მიღებული დასამახსოვრებელი ნივთების გაყიდვა უხდება.
დევიდ ჯეიმსს ინგლისის ნაკრებში 53 მატჩი აქვს ჩატარებული