რა მოხდა ქუთაისში? ქართულ კლასიკოს დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია
2 ნოემბერს ქუთაისში ჩატარებული „ტორეპდო“ – „დინამოს“ დაპირისპირება ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი „კლასიკო“ გამოდგა და ფაქტობრივად ინციდენტების გარეშე დასრულდა. თუმცა, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე სტადიონზე ჩასულ თბილისელ გულშემატკივართა ჯგუფს კონფლიქტი სამართალდამცავებთან მოუვიდათ, რაც 2 პირის დაკავებით დასრულდა. აღნიშნული ინციდენტი მედიისა და გულშემატკივართა უმრავლესობის ყურადღების მიღმა დარჩა.
ჩვენ, „დინამოს“ გულშემატკივართა „ფირმის“, „ფრონტის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და თავად გვიამბო მატჩის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის შესახებ.
“სტადიონზე ჩხრეკის გარეშე, ჩვეულებრივად შევედით. პოლიცია ფაქტობრივად არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ტორპედოს ფანი იყო, რომელთანაც შეხება არ გვქონია.
შემდეგ მოვიდა კრიმინალური-სამხარეო პოლიცია, დაგვიდგნენ წინ და და უფროსისგან მიიღეს მითითება, რომ ჩვენ კონკრეტულ, შეზღუდულ ადგილზე დავეყენებინეთ, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებისთვის ორი სექტორი იყო გამოყოფილი. ნებისმიერ წვრილმანებზე შენიშვნებს გვაძლევდნენ.
„ფრონტიდან“ 20 კაცი ვიყავით. შემდეგ 6 დინამოს გულშემატკივარი შემოგვიერთდა 4 უკრაინელ სტუმართან ერთად. ერთ-ერთ მათგანს „ანტიტორპედოს“ კაშნე ჰქონდა, რომელიც რკინის ბადეზე ჩამოკიდა, რის შემდეგაც პოლიციამ აბსურდული თხოვნით მიმართა და კაშნეს ჩამოხნა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ პოლიციელებმა თავად მოხსნეს კაშნე. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა წინააღმდეგობის გაწევა და ჩვეუელბრივად ვუყურებდით მოვლენების განვითარებს. პოლიციამ კაშნე პატრონს დაუბრუნა და მან ის კისერზე ჩამოიკიდა.
ერთ-ერთმა პოლიციელმა ინფორმაცია რაციის მეშვეობით უფროსობას გადასცა, რაზეც ჩვენ გაგვეცინა. მაგრამ, მან მიიღო ბრძანება, რომ კაშნე ჩამოერთვა ჩვენთვის. პოლიცელმა კარგად ვერ მოკიდა ხელი კაშნეს და პატრონმა ის დაიჭირა და ჩვენ გადმოგვიგდო, რის შემდეგაც რამდენიმე პოლიციელი ჩვენ მოგვვარდა და ორ კაცს, ვისაც კაშნე გვეჭირა ფეხების რტყმა, გინება და მუქარა დაგვიწყო. ერთი და იგივე ადამიანმა ფეხი ამოგვარტყა ფეხებ შუა, რის შემდეგაც კაშნე ვეღარ შევინარჩუნეთ. ამ არეულობსას ერთ-ერთი მეგობარი დაშავდა. ყურადღება იმ ადამიანზე გადავიტანეთ, რა დროსაც ორი კაცი დააკავეს. ვცადეთ გამოკიდება, მაგრამ პოლიციამ შეგვაჩერა. გაიმართა სიტყვიერი კამათი, ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა კი გვითრხა, რომ ჩვემ საფულეში 20 ლარი გვიდევს, მას კი 1800 და ამ მიზეზით უბრალოდ ხმა არ უნდა ამოგვეღო…
დაკავებულები ექსპერტიზაზე წაიყვანეს, რომელზეც დადგინდა, რომ ისინი ფხიზლები იყვნენ. მალევე „გლადიატორებიც“ მოვიდნენ და თამაშიც დაიწყო. დაკავებუკებთან ერთად ჩამოსული ორი ბიჭი პოლიციის განყოფილებაში წავიდა ვითარების გასარკვევად, თუმცა უშედეგოდ. მატჩის შემდეგ 25 კაცამდე რამდენიმე გლადიატორთან ერთად განყოფილებაში მივედით. სწორედ ამ დროს ჩვენი მეგობრები დროებით მოთავსების იზოლატორში გადაყავდათ. პოლიციას მასის შეეშინდა, ხელი იარაღისკენ წაიღეს, ბიჭები უცებ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს… წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არც ამ დროს გაგვიწევია.
მეორე დღეს სასამართლომ ორივე დაკავებულს 300 ლარი დააკისრა ჯარიმის სახით. ბრალდება კი სრული აბსურდია, სადაც დაწერილი თითოული სიტყვა სიცრუეა. რატომღაც არაფერი წერია პოლიციელების მიმართ ჩვენი ცემის და შეურაცჰყოფის შესახებ.
„დინამოს“ ფანი ვარ უკვე წლებია. კონფლიქტები ხშირად ხდება, მაგრამ ძირითადად პოლიციასთან, ვინაიდან თავისუფლად გვიყვარს მოქცევა, რაც პოლიციას არ მოსწონს. გვიყურებენ ისე, თითქოს ცეტრალიზირებულად უნდა ვიმართებოდეთ და ცდილობენ ჩვენს ჩარჩოებში ჩასმას. მრავალჯერ იყო დაპირისპირებები, თუმცა რაც ქუთაისში მოხდა ამის ანალოგი ჯერ არ ყოფილა. ვგულისხმობ აგდებულ დამოკიდებულებას და ცინიზმს. ყოფილა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს სპეციალურად ჩაურთავდ „ტორპედოს“ ჰიმნი ჩვენს გასაღიზიანებლად და ძალიან ხშირად ეწევიან ჩვენს პროვოცირებას. ზოგადად, ბინძური სისტემაა, რომლის მიზანი ადამიანის დამცირება, დამორჩილება და ჩარჩოებში ჩასმაა. ძველი, კომუნისტური მენტალიტეტის მატარებელი ხალხია. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთის ფანებს და ამ კონკრეტულ სუბკულტურას. ანალოგიური პრობლემები აქვთ სხვა განსხვავებული აზროვნების მქონე ხალხს. მაგალითად, ერთ-ერთ როკ-ფესტივალზე ისეთ აზარტში იყვნენ, რომ ჯიბეებში ხელის ჩაყოფამდეც მივიდა საქმე. სამწუხარო ის არის, რომ მასა წინააღმდეგობას არ უწევს ამ განუკითხაობას და პოლიციაც კომფორმისტ მასას ჩვენს წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად იყენებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელი გულშემატკივრები ჩვენს დაკავებულ მეგობრებს საკმაოდ ყუდაღებიანად მოექცენენ. ყველას მოგიწოდებთ, რომ უგულშემატკივროთ თქვენი ქალაქის გუნდს. ვერანაირი მატერიალური სახსრებით ვერ მიიღებთ ისეთ სიამოვნებას, რომელსაც ვიღებთ გასვლით მატჩებზე სიარულით. მთავარი მონდომება და ფეხბურთის ნამდვილი სიყვარული და არა ტოტალიზატორში ჯდომაა.“ – აცხადებს ჩვენთან საუბარში “დინამოს” ერთ-ერთი გულშემატკივარი.