ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში 6 ნოემბერს შევარდენზე გაიმართება
ხუთშაბათს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს გამართავენ. 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი ღია ვარჯიში 16:30 საათზე დაიწყება.
ტრადიციულად ფოტო-ვიდეო გადაღება დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში არის ნებადართული, ხოლო ხვალ, 6 ნოემბერს მედია საშუალებების წარმოადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოება პირველი 30 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
ქართული რაგბის ქომაგებს მოგიწოდებთ ხუთშაბათს მობრძანდეთ შევარდენზე და დაესწროთ ჩვენი გუნდის ღია ვარჯიშს.
მატჩის ბილეთები იყიდება!
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ მატჩს, საქართველოს ეროვნული ნაკრები შაბათს, 8 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ გაამართავს. მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს მესხის სტადიონზე 17:00 საათზე ერკინებიან!
მატჩის ბილეთები, რომლებიც 3 და 5 ლარი ღირს, მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად, 11 საათიდან 19 საათამდე იყიდება. შეგახსენებთ, რომ ყველა ბილეთი დანომრილია.
ტონგას სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია რაც მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის კონკურენტ ნაკრებ გუნდს ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, 8 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!
რაგბი ჩვენი თამაშია!
Rugby.GE