სენსაცია დინამო არენაზე
დღეს, “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის პირველი სათამაშო დღის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართა. თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინლა და მოულოდნელად მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ანგარიში მატჩის დებიუტში, მესამე წუთზე გაიხსნა. სტუმრებმა სტანდარტი კარგად შეასრულეს და გელა გოგიტიძს ზუსიტ დარტყმით დაწინაურდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელები გააქტიურდნენ და გასათანაბრებლად წავიდნენ, თუმცა უშედეგოდ. თბილისელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, განსაკუთრებით სახიფათო სტანდარტის დროს შეტევაში ჩართული ხიზანიშვილის მცდელობა იყო, თუმცა ტაიმი ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა.
თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. სტუმრებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს და კიდევ უფორ მეტი ყურადღება დაუთმეს დაცვას. თბილისელების ტერიტორიული უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა საგოლე მომენტები არ იქმნებოდა. მასპინძლებმა მეორე ნახევარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით.
შეტევაში არც ბათუმელები ბრწყინავდნენ, მაგრამ სტუმრებმა მთავარი ამოცანა შეასრულეს და მნიშვნლოვანი 3 ქულა მოიპოვეს. დღევანდელი გამაჯრვებით ბათუმის “დინამო” მეშვიდე პოზიციაზე აღზევდა, ხოლო თბილისელები კვლავაც ინარჩუნებენ ლიდერობას.
დღეს გამართულ ტურის დარჩენილ შეხვედრებში მასპინძლებმა გაიმარჯვეს. “ჩიხურამ” და “სიონმა” მინიმალური ანგარიშით “ზუგდიდი” და “ტორპედო” დაამარცხეს, ხოლო ზესტაფონში ადგილობრივმა გუნდმა ცხინვალის “სპარტაკს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
დინამო თბილისი 0-1 დინამო ბათუმი
გოლი: გოგიტიძე 3′
დინამო თბილისი: მიგინეიშვილი, ხიზანიშვილი, თოთაძე, შერგელაშვილი, ზარია (ლობჟანიძე 13′), პარუნაშვილი (კაკაბაძე 83′), ცინცაძე, პაპუნაშვილი, პაპავა, ჩისკო (ჩირგაძე 60′), საბანაძე.
დინამო ბათუმი: ალავიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, ტეტუნაშვილი, ჩირიკაშვილი, მახარაძე, შონია, გოგიტიძე, თევდორაძე (პაჩკორია 65′), ბერიაშვილი (აბუსელიძე 90+1′), ჭკუასელი (ვარშანიძე 46′)
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები