ბორხა ვალერო: „რეალში“ სახლსა და მანქანას გჩუქნიან, თუმცა ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“
„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა ბორხა ვალერომ მადრიდის „რეალის“ აკადემიაში გატარებულ დროზე ისაუბრა.
„თერთმეტ წლამდე, სანამ მადრიდის „რეალის“ აკადემიის წევრი გავხდებოდი, თავით კარგად ვთამაშობდი. ვცხოვრობდი სამას ბიჭთან, რომელთა 85% ვერსად ვერ მოხვდა. მათ ბავშვობის წლები ტყუილად დახარჯეს. გუნდში არანაირი ლოიალურობა არ იყო.
მათ, ვისაც აგდებდნენ, ჩანთით ხელში მიდიოდნენ. რთული იყო, რადგან ყველაფერი არამხოლოდ ჩვენს თამაშზე, არამედ მწვრთნელების აზრზეც იყო დამოკიდებული. ეს სიტუაცია გადაცემა „X-Factor“-ს ჰგავდა.
„რეალში“ კარგ ხელფასს გიხდიან, გაძლევენ სახლს, მანქანასა და ლამაზ საათს. თქვენ სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ, მაგრამ ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“, – ციტირებს 29 წლის ნახევარმცველს გამოცემა „მარკა“.
2005 წლიდან 2007 წლამდე ბორხა მადრიდელთა მეორე გუნდში თამაშობდა. გარდა ამისა, მან ესპანეთის თასსა და ჩემპოიონთა ლიგაზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.