რაგბი ცხოვრების წესია
„რაგბი ცხოვრების წესია“ – ხშირად გაგიგონიათ ალბათ, რაც მხოლოდ რაგბის სიყვარულს არ ნიშნავს – სარაგბო ფასეულობები: მეგობრობა, მხარდაჭერა და გვერდში მდგომის დახმარება არის ალბათ ამ ფრაზის საუკეთესო განმარტება. საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ამ ფასეულებების დანერგვა ძალზე მნიშვნოლვანია, რადგან მიგვაჩნია, რომ მომავალ თაობას თავიანთ ცხოვრების გზაზე ეს ნამდვილად წარადგებათ.
უკვე რამდენიმე წელია რაც საქართველოს რაგბის კავშირი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ეუფლებიან რაგბს და ეცნობიან მის ფასეულებებს, რაც მათ შემდგომ რესოციალისაციას ხელს შეუწყობს.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მსჯავრდებულებს ხშირად ესტუმრებიან ხოლმე საქართველოს ეროვნული ნაკრების და სტუმრად მყოფი გუნდების მორაგბეები, რა დროსაც ისინი ერთობლივ ვარჯიშებსა თუ სახალისო მატჩების მართავენ.
5 ნოემბერს სწორედ ასეთი ვიზიტი განხორციელდა ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში. კოლონიაში მყოფთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ლევან ყიფიანთან და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ, გიორგი მღებრიშვილთან ერთად ესტუმრნენ და მათთან ერთად რაგბი ითამაშეს ბორჯღალოსნებმა დავით კაჭარავამ და ლაშა მალაღურაძემ; ლელო სარასენსის და 7-კაცა ნაკრების წევრებმა, ბაჩო კოლელიშვილმა და სანდრო ნიჟარაძემ; ტონგას ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა – პაულუ ნაუამომ და ლიუელი სიმოტემ. კომპანია „აისიდი ბორჯომი საქართველოს” მხარდაჭერით დაწესებულების რაგბის გუნდს, რომელსაც ლელო სარასენსის მორაგბე გიორგი კაჭარავა წვრთნის, საჩუქრად რაგბის ფორმები და აღჭურვილობა გადაეცა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.
სპორტული ინვენტარის გადაცემა „არასრუწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე ორი წელია, წარმატებით ხორციელდება და არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მიმდინარე წელს პროექტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:
· სპორტში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა;
· არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების უზრუნველყოფა;
· პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა;
· ინტელექტუალური, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების, სწავლების, აქტივობების განხორციელება;
არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმდინარეობს რეგულარული საწვრთნელი პროგრამა ფეხბურთსა და რაგბში, მათ წვრთნებს კვირაში ორჯერ, პროფესიონალი მწვრთნელები უტარებენ. სწავლება მოიცავს ტრენინგების და ასაკობრივად შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის ვარჯიშების ორგანიზებას, განათლების უზრუნველყოფას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ეტაპობრივად იმართება საშეჯიბრო პრინციპით გუნდებს შორის თამაში.
არაფორმალური განათლების მიმართულებით მსჯავრდებულებთან ჩატარდა ტრენინგ-სემინარები ორი მოდულის მიხედვით: საგანმანათლებლო დებატების სწავლება და ,,ცხოვრებისეული ღირებულებებები ახალგაზრდებისათვის”. დაგეგმილია ტრენინგ-მოდულების განახლება ნოემბრის თვიდან. ტრენინგების განახლების სურვილი არასრუწლოვნებმა გამოთქვეს.
Rugby.GE