აგუერო: ” “სიტიდან” იქამდე არ წავალ, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებ”
“მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ მანჩესტერული კლუბიდან ჩემპიონთა ლიგის მოუგებლად არ წავა.
საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ცსკა”–სთან სენსაციური დამარცხების შემდეგ, “სიტი” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. არსებობს დიდი შანსი, რომ “ქალაქელები” ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პლეი–ოფში მესამედ ვერ გავიდნენ. უმცა სერხიო მორალურად არ ეცემა და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ამ ტურნირში წარმატებებს მიაღწევს.
აგუერომ საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციის დროს, ხალხი ნამდვილად დაარწმუნა იმაში, რომ იგი მანჩესტერში კონტრაქტის ამუწრვამდე (2019 წლამდე) დარჩება.
“მე აქ არა ოთხი არამედ 8 წელი კიდევ დავრჩები. აქიდან იქამდე არ წავალ, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებ.”
“ლიგის ცხრილი არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ხალხი ელოდა. ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ნორმალურ “სიტის” ევროპაში, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს შანსები. ხალხს შესაძლებლობების მაქსიმუმს ვპირდები და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბოლო ორ თამაშში გოლები გავიტანო და ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ.”
“დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ სიტუაციის გამოსწორებას ვერ შევძლებთ ხალხი იტყვის, რომ ეს “სიტის” ყველაზე ცუდი კამპანია იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ კარგად ვმუშაობთ და ეს კარგი მუშაობა წარმატების მისაღწევად დაგვეხმარება.”–განაცხადა აგუერომ