დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
არსენალი კრიხოვიაკში 23,5 მილიონს იხდის
ლონდონის “არსენალი” “სევილიას” ნახევარმცველ გრჟეგორჟ კრიხოვიაკში 23,5 მილიონ გირვანქას იხდის. ბრიტანული პრესის ცნობით “მეთოფეთა” სკაუტები ფეხბურთელს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ვიდიჩი, შესაძლოა, მანჩესტერში დაბრუნდეს
“ინტერის” მცველი ნემანია ვიდიჩი იანვარში, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნდეს, საიდანაც გასული სეზონის დასრულებისთანავე წამოვიდა. 33 წლის სერბმა იტალიაში 8 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ჯერარდი ტორონტოში გადადის
მლს-ის კლუბი “ტორონტო” ინგლისური “ლივერპულის” კაპიტნით, სტივენ ჯერარდით ინტერესდება. შეგახსენებთ, სეზონის ბოლოს “წითლების” ვეტერანის მიმდინარე კონტრაქტი მთავრდება.
ასტონ ვილა ვლაარის და დელფის გაყიდვას არ აპირებს
“ასტონ ვილა” რონი ვლაარის და ფაბიან დელფის გაყიდვას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ლიდერებს კონტრაქტები სეზონის დასრულებისთანავე ეწურებათ, ბირმინგემელები მათ შენარჩუნებას ცდილობენ.
მარტინესი ლივერპულში?
“ლივერპულის” ხელმძღვანელობა ლუის სუარესის შემცვლელის ძებნას აგრძელებს. მერსისაიდელთა ინტერესთა სფეროში “პორტოს” შემტევი ჯექსონ მარტინესი მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით 28 წლის ფორვარდში “წითლები” 30 მილიონს იხდიან.