იტალია: მეთერთმეტე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია А-ს მეთერთმეტე ტურის მიმოხილვას.
სამპდორია – მილანი
სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა “სამპდორიასა” და “მილანს” შორის ჯენოაში ჩატარებული დაპირისპირება. სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მახლობლად მყოფი გუნდების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს ნამვილად არ მოუწყენიათ.
ანგარიში მე-10 წუთზე სტუმრებმა, ელ შაარავის დარტყმით გახსნეს. მასპინძლებმა კი გათანაბრება ტაიმის ბოლოს შეძლეს. მეორე ნახევრის დასაწყისში კი მეორეც გაიტანეს. საბოლოო ანგარიი 65-ე წუთზე მენეზმა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დააფიქსირა.
იუვენტუსი – პარმა
გათამაშების ლიდერ ტურინის “იუვენტუსს” “პარმა” ესტუმრა. შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით და მათი გამანადგურებელი გამარჯვებით, 7:0 დასრულდა.
ტურინელები 24-ე წუთზე ლიორენტეს ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ, რომელმაც 36-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. მანამდე კი ერთხელ ლიხტშტაინერმაც მოახერხა ზუსტი დარტყმის შესრულება.
მეორე ტაიმში სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა კიდევ ორი დუბლი იხილეს. ჯერ კარლოს ტევესმა გაიტანა ორჯერ, მატჩის ბოლოს კი სხვაობა კატასტროფული მორატამ გახადა.
ფიორენტინა – ნაპოლი
დიდ ინტერესს იწვევდა ფლორენციაში გასამართი მატჩი, სადაც “ფიორენტინას” “იუვენტუსის” ერთ-ერთი მდევარი, “ნაპოლი” ესტუმრა და გონსალო იგუაინის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
“ნაპოლი” მესამე საფეხურს ინარჩუნებს და “რომას”, რომელმაც გასულ ტურში “ტორინოს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, ოთხი გულით ჩამორჩება.
ტურის ყველა მატჩი
08.11 | 21:00 | სასუოლო | 0:0 | ატალანტა | დაწვრილებით | |||
08.11 | 23:45 | სამპდორია | 2:2 | მილანი | დაწვრილებით | |||
09.11 | 15:30 | კალიარი | 1:1 | ჯენოა | დაწვრილებით | |||
09.11 | 18:00 | პალერმო | 1:1 | უდინეზე | დაწვრილებით | |||
09.11 | 18:00 | იუვენტუსი | 7:0 | პარმა | დაწვრილებით | |||
09.11 | 18:00 | ემპოლი | 2:1 | ლაციო | დაწვრილებით | |||
09.11 | 18:00 | კიევო | 2:1 | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
09.11 | 19:00 | ფიორენტინა | 0:1 | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
09.11 | 23:45 | რომა | 3:0 | ტორინო | დაწვრილებით | |||
09.11 | 23:45 | ინტერი | 2:2 | ვერონა | დაწვრილებით |