“ოკლაჰომასთან” მოგებულ მატჩში ზაზა ფაჩულია საუკეთესო იყო
„მილუოკი ბაქსმა“ „ოკლაჰომა სანდერი“ დაამარცხა, გამარჯვებულთაგან კი საუკეთესო ზაზა ფაჩულია გახლდათ. ტრავმებით დაცხრილული ოკლაჰომელები, რომლებსაც 2 სუპერვარსკვლავი – კევინ დიურანტი და რასელ ვესტბრუკი აკლიათ, მილუოკის ესტუმრნენ და ფაჩულიას გუნდთან 78:85 წააგეს.
ქართველ ცენტრს მხოლოდ 22:29 წუთი დსჭირდა საიმისოდ, რომ თანაგუნდელთაგან საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ზაზას მონაგარმა მთლიანობაში 8 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შეადგინა. ქართველმა ცენტრმა 4 პერსონალური მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. საერთო სარგებლიანობით ფაჩულია მილუოკელთაგან საუკეთესო იყო და 19-ქულიანი ოჯეი მაიოს შედეგიც გადაფარა. მილუოკელთა ძირითადმა ცენტრმა, ლარი სანდერსმა 22:14 წუთი ითამაშა და 4 ქულასთან ერთად 6 მოხსნა დააგროვა.
„ოკლაჰომაში“ 29 ქულით საუკეთესო რეჯი ჯეკსონი იყო,14 ქულა დააგროვა სერჟ იბაკამ.4 მოგებითა და 4 მარცხით „მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის შუაწელში იმყოფება. მომდევნო ჯახი მილუოკელებს 14 ნოემბერს, ორლანდოში ელით.
gbf.ge