კობიაშვილი ქეცბაიას განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ეროვნლი ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილი თემურ ქეცბიას ბოლო განცახდებებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
“საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ იტყვის ქართული ფეხბურთი მოკვდაო, ქართულ ფეხბურთს გაპარტახებულს უწოდებს, თავის ქვეყანას და ქართველ ხალხს ეუბნება აქ სად ჩამომიყვანეთო,იმ წამსვე უნდა დატოვოს ნაკრები და წავიდეს.სხვა შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაცის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს. თუ ასე არ მოიქცევა ფეხბურთის ფედერაცის ხელმძღვანელობა, ესეიგი ისინიც იზიარებენ ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსაზრებას.” – წერს კობიაშვილი.