მატა: “მოიესს მანჩესტერში არ უმართლებდა”
“მანჩესტერ იუნიტედის” ნახევარმცველი ხუან მატა თვლის, რომ დევიდ მოიესს მანჩესტერულ კლუბში უბრალოდ არ უმართლებდა.
“მოიესს “ოლდ ტრაფორდზე” არ გაუმართლა. საჭირო შედეგს ვერ მივაღწიეთ რის შემდეგაც ის გაუშვეს. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ სრაფ გადაწვეტილებას არ ველოდი.
ალექს ფერგიუსონის შეცვლა იოლი საქმე არაა და ეს ყველა მწვრთნელს გაუჭირდებოდა. დევიდთან მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშამე, თუმცა ეს საინტერესო გამოცდილება იყო. სწორედ მისი ინიციატივით გადმოვედი “მანჩესტერში”. წარმატებებს ვუსურვებს მას ახალ გუნდთან ერთად” – განაცხადა მატამ.