დელ ბოსკე: „ლა ლიგაში საკმაოდ ბევრი ლეგიონერია“
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, ლა ლიგაში საკმაოდ ბევრი ლეგიონერი გამოდის.
„ბოლო ელ კლასიკო მომეწონა. გუნდებმა ჩინებული ფეხბურთი აჩვენეს. თუმცა, მათი სუსტი ხმარეებიც გამოჩნდნენ.
აღვნიშნავდი იმ ფაქტს, რომ ორივეს შემადგენლობაში 4-4 ესპანელი მოთამაშე იყო. იგივე, „სევილიას“, „ვალენსიას“ და „ატლეტიკოს“ ეხება. ჯამში, ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერების წინააღმდეგ არ ვარ, უბრალოდ, მათი რიცხვი საკმაოდ მაღალია.
სხვა მხვრივ, კლუბების აკადემიებისთვის კარგი დრო დადგა. ფინანსური სირთლეების დროს, კლუბს აღზრდილების წყალობით ფულის ეკონომია შეუძლიათ“, – განაცხადა „ფურია როხას“ თავკაცმა.