ირლანდია-საქართველო: ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა
კვირას, ირლანდიური რაგბის მექა – ‘ავივა სთედიუმზე’, ბორჯღალოსნები მსოფლიოს მე-5 გუნდს – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს, ‘სამყურებს’ ერკინებიან.
წლევანდელი ტესტ-სერიის მეორე შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრები დუბლინში ორშაბათიდან ემზადება.
ტესტამდე 48 საათით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 16 ნოემბრის სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც რამოდენიმე ცვლილებაა.
ტონგას ტესტზე მხრის ტრავმა მიიღო ბორჯღალოსნების კაპიტანმა – ირაკლი მაჩხანელმა. ირლანდიაში ჩასვლის შემდეგ მწვრთნელებს იმედი ჰქონდათ მისი გაუმჯობესების, მაგრამ სამწუხაროდ მაჩხანელის თამაში გამოირიცხა. კვირას გარემარბებათ თამაზ მჭედლიძესა და სანდრო თოდუას ვიხილავთ. ნაკრებს კი, დავით კაჭარავა უკაპიტნებს.
თბილისის შეკრებისას მიღებული მაჯის ტრავმა მოიშუშა დიმიტრი ბასილაიამ, რომელიც სასტარტოში 8 ნომერზე ითამაშებს. მეორე ხაზში თამაშს გიორგი ნემსაძე დაიწყებს, ლევან დათუნაშვილი შესაბამისად მარქაფაშია. თბილისის თასის შემდეგ ნაკრების სამატჩო განაცხადში პირველად გამოჩნდა მურაზ გიორგაძე, რომელსაც მარქაფაში ვიხილავთ.
„ბოლო კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. გავაანალიზეთ თამაშის ის კომპონენტები, რომლებშიც ტონგასთან მატჩში გაგვიჭირდა და ახლა ჩვენ უცილებლად, ზედმიწევნით უნდა შევასრუთ სათამაშო გეგმა.
“ჩვენთვის დიდი პატივია მომავალ მატჩში მონაწილეობა და ვიცით, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და კარგად ვითამაშოთ.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ირლანდია-საქართველო 16/11/14
ავივა სთედიუმი 18:30
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია
ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი
მარქაფა
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე
Rugby.GE