მარიო ბალოტელი ნაკრებს გამოაკლდა
მარიო ბალოტელი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა. ექიმები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ”ლივერპულის” თავდასხმელი შეძლებდა ხორვატიის ნაკრების წინაარმდეგ თამაშს. სამწუხაროდ, ისინი შეცდნენ. ფეხბურთელი სამკურნალოდ მელვუდში დაბრუნდა.
ხვალ, ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე, იტალიის ეროვნული ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. 18 ნოებერს კი, დაგეგმილია ამხანაგური მატჩის ჩატარება. იტალიელები საკუთარ კედლებში ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს. მარიო ბალოტელის მონაწილეობა ამ შეხვედრაშიც გამოირიცხა.