დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ვან გაალს სმოლონგის გაყიდვა არ სურს
“მანჩსტერ იუნაიტედის” თავკაც ლუი ვან გაალს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კრის სმოლინგის გაყიდვა არ სურს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის “არსენალი” იჩენს.
ნიუკასლი ბას დაბრუნებაზე ფიქრობს
“ნიუკასლის” ხელმძღვანელობა დემბა ბას დაბრუნებაზე დაფიქრდა, რომელიც ამჟამად თურქული “ბეშიქთაში” ღირსებას იცავს. ინგლისური კლუბი ტრანსფერის განხორციელებას იანვარში აპირებს.
ანდრე გომეში ბარსელონაში?
“ვალენსიას” ნახევარმცველი ანდრე გომეში, რომელიც პრიმერას მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენაა, შესაძლოა, “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს. ტრანსფერის განხორციელება რეალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ კატალონიური კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟოან ლაპორტა დაბრუნდება.
ბენფიკამ გაიტანი გააიაფა
“ბენფიკას” ხელმძღვანელობამ ნიკოლას გაიტანის სატრანსფერო ფასი შეამცირა. პორტუგალიელები ნახევარმცელს 28 მილიონ ევროდ აფასებენ. გაიტანის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენენ.
მანჩესტერი დე ხეას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” დავიდ დე ხეას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. შეგახსენებთ, მეკარით მადირიდს “რეალია” დაინტერესებულია, მანჩესტერელებს კი მისი შენარჩუნება სურთ.