ფაჩულიას შედეგიანი თამაში და გამარჯვება მაიამიში (VIDEO)
ზაზა ფაჩულიამ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თავის კლუბ „მილუოკის“ ფლორიდაში ბოლო წლების ნბა-ს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდ „მაიამის“ დამარცხებაში დაეხმარა. მატჩის პირველ ნახევარში მოპოვებული ლიდერობა მაიამელებმა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ “მილუოკიმ” 91:84 გაიმარჯვა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ძირითად ცენტრ, ლარი სანდერსზე მეტი დრო გაატარა. 25:17 წუთში ფაჩულიამ 9-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზას საბოლოო ჯამში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.
მილუოკელთაგან 20 ქულით ბრენდონ ნაითი გამოირჩა, 13 ქულა ჰქონდა ჯაბარი პარკერს, ხოლო ლარი სანდერსს და გიანის ანტეტოკოუმპოს ფაჩულიას მსგავსად 11-11 ქულა დაუგროვდათ. მაიამელთაგან მარიო ჩალმერსი და შონ უილიამსი გამოირჩნენ.
ამ გამარჯვებით „მილუოკი“ სწორედ „მაიამის“ გაუთანაგრდა და ახლა მასსავით 5 მოგებასა და ამდენივე წაგებას ფლობს. შესაბამისად, ეს გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციაში 6-7 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი „მილუოკის“ 18 ნოემბერს, შინ „ნიუ იორკთან“ ელის“.
gbf.ge