საქართველო-იაპონია: ბილეთები იყიდება!
ნოემბრის ციებ-ცხელება გრძელდება და წლევანდელი ნოემბრის ტესტ-სერიის დამაგვირგვინებელ, ბოლო საშინაო ტესტამდე 5 დღე რჩება – 23 ნომებერს, გიორგობას ბორჯღალოსნები, მიხეილ მესხის სტადიონზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად გუნდს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
ბილეთები იყიდება!
საქართველო-იაპონიის ტესტ-მატჩის ბილეთების გაყიდვა, ორშაბათს, 17 ნომბერს დაიწყო. მატჩზე დასასწრები ბილეთები ყოველდღიურად მესხის სტადიონის სალაროებში 11 საათიდან 19 საათამდე იყიდება. შეგახსენებთ, რომ ყველა ბილეთი დანომრილია და რომ მათი ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღეს, 23 ნოემბერს 12 საათიდან გაიყიდება.
‘ალუბლებს’ სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!
წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო საშინაო ტესტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშებით. ბოლოს ‘ბორჯღალოსნები’ და ‘ალუბლები’ ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.
ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნომებერს თამაშამდე ერთი საათითადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთბორჯღალოსნებს!
რაგბი ჩვენი თამაშია!
Rugby.GE