რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების ჯილდო ბიძინა ივანიშვილს გადაეცა
ლონდონში რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარეობს მსოფლიო რაგბის კონფერენცია და გამოფენა. კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდა სპეციალური ღონისძიება, რომლის დროსაც მოხდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდების დარბაზის 15 ახალი წევრის დასახელება და მსოფლიოს მასშტაბით რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სპეციალური საპატიო ჯილდოების დარიგება.
დაჯილდოვების ღონისძიების მსვლელობისას „ირბ-ის განვითარების ჯილდო“ საქართველოში რაგბის განვითარებისთვის გადაეცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს:
რაგბის საერთაშორისო საბჭო: „ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და გულუხვობამ უზარმაზარი როლი შეასრულა, საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის განვითარებაში.
„მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” 2008 წლიდან დღემდე არაერთ სარაგბო პროექტს აფინანსებს საქართველოში. მათ შორის არის ორი სარაგბო მოედანი, ქვეყნის მასშტაბით მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აგებული სამწვრთნელო კომპლექსები. ფონდი ასევე აფინანსებს განვითარების სხვადასხვა პროექტებსა და ნაწილობრივ ფარავს ეროვნული ნაკრების წვრთნასთან და ტურნირებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“
Rugby.GE