‘მსოფლიო რაგბი’ ახალი სახელწოდება და ბრენდი
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ iRB) ამიერიდან „მსოფლიო რაგბი“ (World Rugby) ეწოდება. ‘მსოფლიო რაგბის’ ლოგოსა და ბრენდის პრეზენტაცია „მსოფლიო რაგბის კონფერენცია/გამოფენაზე“ მოხდა, რომელიც 17 და 18 ნოემბერს ლონდონში გაიმართა.
მსოფლიო რაგბის ცნობით, „ბრენდის ნიშნის ცენტრში გამოსახული სიმბოლო, რომელიც მოდერნისტული და პროგრესული ლოგოთი არის წარმოდგენილი, ნათლად ასახავს ორგანიზაციის მისიას – ჩვენი თამაშის გლობალურ ზრდას, ხოლო მწვანე და ლურჯი ფერების სქემით, ინარჩუნებს კავშირს მის მემკვიდრეობასთან“.
მსოფლიოში რაგბით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდდება. ახალი ბრენდის გაშვება მიმდინარე რებრენდირების პროცესის კულმინაციას წარმოადგენს, რომელიც „FutureBrand-ის“ დახმარებით შემუშავდა.
ბრენდის გამოხატვის ახლებური კონცეფცია და ვიზულურ მახასიათებლები, მსოფლიო რაგბის აზრით, რაგბის კავშირებსა და ფედერაციებს დაეხმარება ქომაგებთან და კომერციულ პარტნიორებთან უფრო ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებაში.
ახალი ბრენდის ჩანაცვლება მოხდა ყველა სახის ციფრულ პლატფორმაზე – გაეშვა ახალი ვეგვერდი: worldrugby.org და სოციალური მედია @worldrugby . ახალი ბრენდის ნიშანი წარმოდგენილ იქნება მსაჯების კვართებზე, რომლებიც ამ უქმეებზე ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩებს მოემსახურებიან.
იხილეთ ‘მსოფლიო რაგბის’ პრომო რგოლი >>
აღსანიშნავია, რომ რებრენდირება არ შეეხება 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასს.
Rugby.GE