დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
სიტი კუადრადოში 28 მილიონს იხდის
“მანჩესტერ სიტი” მზადაა “ფიორენტინას” ნახევარმცველ ხუან კუადრადოში 28 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. ბრიტანული პრესის ცნობით კოლუმბიელისადმი ინტერესს მეორე მანჩესტერული გრანდი და მადრიდის “რეალიც” იჩენენ.
რამი მილანს დატოვებს?
“მილaნის” მცველის, ადელ რამის, მიმართ ინტერეს “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ. შესაძლო ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ევროა.
ბაიერნში ხედირას არ ადასტურებენ
სამი ხედირასა და “ბაიერნს” შორის გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს.
შეგახსენებთ, 2015 წელს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და მის მიმართ ინტერესს საკმაოდ ბევრი ძლიერი გუნდი იჩენს.
ლილს ალტიდორი სურს
“ლილი” “სანდერლენდის” ფორვარდით, ჟოზი ალტიდორით, დაინტერესდა. ბრიტანული პრესის ცნობით, ამერიკელი შემტევი ფრანგულ კლუბში დივოკ ორიგის შეცვლის, რომელიც ზამთარში “ლივერპულში” გადავა.
ჩეხი არსენალს უახლოვდება
უცხოური მედიის ინფორმაციით ლონდონის “ჩელსიმ” და “არსენალმა” პეტრ ჩეხის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს. შეთანხმების საფუძველზე “მეთოფეები” “არისტოკრატებს” 9 მილიონ გირვანქას გადაუხდიან.