ზუგდიდი VS დინამო – მატჩამდე
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14:00 საათზე ზუგდიდის საფეხბურთო ბაზის მოედანზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
ზუგდიდის სფეხბურთო ისტორია სათავეს XX საუკუნიდან იღებს და მას შემდეგ ამ ქალაქის სახელით არაერთ გუნდს უთამაშია. 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდს ჯერ საფეხბურთო კლუბი ოდიში წარმოადგენდა, შემდეგ კი – დინამო. ჩვენ ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომისა და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზუგდიდური გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაემშვიდობა. 2007/2008 წლის სეზონში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ზუგდიდური კლუბი – მგლები ასპარეზობდა. 2008 წელს უმაღლესლიგელი მგლებისა და პირველ ლიგელი ბაიას გაერთიანების შემდეგ ჩემპიონატში გამოსვლა ზუგდიდურმა კლუბმა- ბაიას სახელით განაგრძო. 2012 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ზუგდიდის სახელით გამოდის.
მწვრთნელი და ზუგდიდი
მიმდინარე სეზონის ოქტომბრიდან ზუგდიდურ კლუბს რამაზ მუმლაძის ნაცვლად, სათავეში- ბესიკ შეროზია ჩაუდგა. შეროზიამ უკვე ოთხი შეხვედრისთვის მოამზადა გუნდი და აქედან ზუგდიდელებმა ორი მატჩი მოიგეს, ორი კი წააგეს. საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი 12 ტურის შემდეგ დაგროვებული 10 ქულით გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.
დინამომდე
ზუგდიდელებმა მიმდინარე ჩემპიონატი მარცხით გახსნეს, რასაც შემდეგ ფრე მიაყოლეს. 1:2 შუქურასთან და 0:0 რუსთავის მეტალურგთან. საქართველოს თასზე ზუგდიდმა მაჭახელას აჯობა ორი უპასუხო ბურთით. ამას ზედიზედ ორი ფრე მოჰყვა კოლხეთთან და მერანთან, შესაბამისად 1:1 და 0:0. შემდეგ იყო ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. დილასთან 0:3, ვიტ ჯორჯიასთან 1:3, სპარტაკთან 1:2 და თასზე მაჭახელასთან 2:3. თუმცა ზუგდიდელებმა მოახერხეს თასის მერვედფინალში გასვლა პირველ მატჩში 2 გატანილი გოლის ხარჯზე. ითამაშეს უგოლო ფრე ტორპედოსთან და მარცხი ბათუმის დინამოსთან 0:2, რის შემდეგაც ჩვენს მომავალ მეტოქეს შეეცვალა მწვრთნელი. ახალი მწვრთნელის მოსვლას გუნდმა 2 გამარჯვება მიაყოლა. 1:0 სამტრედიასთან და 2:1 გურიასთან. შემდეგ იყო მარცხი ჩიხურასთან 0:1 და წაგება თასის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში რუსტავის მეტალურგთან ანგარიშით 0:2.
ზუგდიდი VS დინამო
თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 40– ჯერ გაიმართა, საიდანაც 29 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 104/27 არის.
სხადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 15–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც განმუხურში 2013 წლის 9 დეკემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. ზუგდიდელთა კარში გოლები ჩისკო მუნიოსმა, დარკო გლიშიჩმა დადორინ გოგამ გაიტანეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდებიან.
ზუგდიდი VS დინამო – მსაჯი
საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 22 ნოემბერს ზუგდიდში, საწვრთნელი ბაზის მოედანზე ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ი. მაჩიტაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა ცხინვალის სპარტაკი 6:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 19 ნოემბერს მეორე ლიგაში გამართული- ლიახვი 2:1 არაგვი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები სამჯერ გაამფრთხილა.
ზუგდიდის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
თევდორაძე – დ. ქირია, მირცხულავა, რიგვავა, ჯავაშვილი – ეხვაია, ლომია, წურწუმია, ფარჯიკია, კუკავა –კვარაცხელია
FCDinamo.GE