გვარდიოლა : ”შვაინშტაიგერი დასაბრუნელბლად მზადაა”
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელი, ბასტიან შვაინშტაიგერი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. აღნიშნული ამბავი მიუნხენელების მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლასაც ძალიან უხარია.
”ეს კარგი ამბავია. მას შეუძლია გუნდისთვის დიდი სამუშაოს გაწევა. როგორც მოგეხსენებათ, გუნდს დიდი საკადრო პრობლემები აქვს. სულ ცოტა ხნის წინ, გუნდის კაპიტანმა ტრავმა მიიღო. ”ბაიერნის” ლაზარეთში კიდევ ბევრი ფეხბურთელი იმყოფება : ტიაგო ალკანტარა, დავიდ ალაბა და ხავი მარტინესი. ესპანელი სპეციალისტი ამ ფაქტის გამო ძალიან წუხს. ”ჩვენ ახალ წლამდე ”ბუნდესლიგის” ექვსი და ”ჩემპიონთა ლიგის” ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ეს ჩვენთვის ძალიან რთული ეტაპია”.
მიუნხენის ”ბაიერნი” შემდეგ მატჩს 22 ნოემბერს, 18:30 წუთზე გამართავს. ”ფარმაცევტები” საკუთარ კედლებში ”ჰოფენჰაიმს” მიიღებს.