ინგლისი: მეთორმეტე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის პრევიუს.
ჩელსი – ვესტ ბრომვიჩი
გათმაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მოახლოებულ ტურში საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩს” უმასპინძლებს. ლონდონელთა მეტოქეს არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვთ. ირვინის შეგირდებმა უკანასკნელ ხუთ თურში მხოლოდ ერთხელ იზეიმეს გამარჯვება და ისიც აუტსაიდერ “ლესტერთან”.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. წინა წლებში კი “ვესტ ბრომვიჩმა” ორჯერ ლონდონელთა დამარცხებაც კი შეძლო. ასე რომ, მოურინიო უხერხულ მეტოქესთან იოლი მატჩის მოლოდინში არ უნდა იყოს.
მანჩესტერ სიტი – სუონსი
საინტერესო მატჩის მოლოდინშია “ეტიჰად სთეიდიუმი”, სადაც “მანჩსტერ სიტის” “სუონსი” ესტუმრება.
უელსელებმა სეზონის შესანიშნავად დაიწყეს, 11 ტურის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში იმყოფებიან და გაცილებით ძლიერ მეტოქეებს ჯერჯერობით ღირსეულად უწევენ წინააღმდეგობას. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ამიტომ, შეხვედრის შედეგსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მატჩს ორივე მხარე საკადრო პრობლემებით ხვდება. “სიტის” ჯეკო, სილვა და კოლაროვი ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრები რიჩარდს და დონელის მოისაკლისებენ.
არსენალი – მანჩესტერ იუნიატედი
ტურის ცენტრალურს შეხვედრაში “ემირეითზე” ლონდონის “არსენალი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს. ტრადიციული მეტოქეების ყოველთვის საინტერესო შეხვედრა სატურნირო მდგოამრეობიდან გამომდინარეც დიდ მნიშვნელობას იძენს.
ვენგერის გუნდმა გასულ ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, მანჩესტერელებმა კი სანაკრებო პაუზაზე გასვლამდე “კრისტალ პალასის” დამარცხებით მოახერხეს მოუგებელი სერიის შეწყვეტა.
შეხვედრას “არსენალიც” და “მანჩსტერიც” ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლით ხვდება, განსაკუთრებით კი აღნიშნული პრობლემა დაცვის ხაზს ეხება. “არსენალის” შემადგენლობაში კოშიელნის, დებიუშის, ოსპინას და ოზილის თამაშია გამორიცხული. “მანჩსტერის” მხრიდან კი მოედანზე რაფაელი, იანგი, ლინგარდი და ორი ახალწვეული, როხო და ბლინდი ვერ გავლენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
22.11 | 19:00 | ჩელსი | 1.25 | 6.00 | 13.00 | ვესტ ბრომ. | დაწვრილებით | |
22.11 | 19:00 | სტოკი | 1.75 | 3.65 | 4.85 | ბარნლი | დაწვრილებით | |
22.11 | 19:00 | ნიუკასლი | 1.90 | 3.50 | 4.20 | ქუინს პარკი | დაწვრილებით | |
22.11 | 19:00 | სიტი | 1.40 | 5.00 | 7.60 | სუონსი სიტი | დაწვრილებით | |
22.11 | 19:00 | ლესტერი | 2.15 | 3.50 | 3.35 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
22.11 | 19:00 | ევერტონი | 1.90 | 3.60 | 4.05 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
22.11 | 21:30 | არსენალი | 2.30 | 3.40 | 3.20 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |
23.11 | 17:30 | კრისტალ პ. | 4.00 | 3.50 | 1.95 | ლივერპული | დაწვრილებით | |
23.11 | 22:00 | ჰალ სიტი | 3.30 | 3.30 | 2.25 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
24.11 | 23:59 | ასტონ ვ. | 4.80 | 3.50 | 1.80 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით |